8 წლის გოგომ მამა შეირაღებული მძარცველებისგან დაიცვა (ვიდეო)

8 წლის ფილიპინელმა გოგონამ მამა მძარცველებისგან დაიცვა. ბრიელ მინია შეიარაღებულ თავდამსხმელებს არ შეუშინდა.
ინციდენტი ფილიპინებზე, კავიტას პროვინციაში მოხდა. მანქანიდან გადმოსვლისას ბრიელ მინიას მამას ორი შეიარაღებული პირი თავს დაესხა. მძარცველებმა იარაღის მუქარით ფულის წართმევა სცადეს.
ამ დროს 8 წლის ბრიელი ეზოში თამაშობდა. როდესაც მძარცველები დაინახა, მინია ერთ-ერთს თავს დაესხა და წართმეული ფულით სავსე ჩანთა ხელიდან გამოსტაცა. მამაკაცმა ბავშვს ხელი ჰკრა, თუმცა ის მაინც ფეხზე ადგა და თავდამსხმელს გაეკიდა. გოგონა მის მოპედზეც კი აძვრა. დამნაშავეებმა გოგონა ისევ მიწაზე დააგდეს და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოახერხეს.
საბედნიეროდ მამაცი ბრიელი არ დაშავებულა. ცოტა ხანს ექიმები მას საავადმყოფოში აკვირდებოდნენ და შემდეგ სახლში გაუშვეს.

https://www.youtube.com/watch?v=BnAKw9C3CQQ

კომენტარები

სხვა სიახლეები