69 წლის შედირამ ცოლის გვამის აღმოჩენის შემდეგ გეი შვილი მოკლა (ვიდეო)

ლოს-ანჯელესში 69 წლის კაცმა არასრულწლოვანი შვილი მოკლა, რადგან ის გეი იყო. შედირა ხალ ისა 29 წლის ამირ ისას მკვლელობაშია ბრალდებული. სროლის ხმის გაგონების შემდეგ, მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს შედირას შვილის გვამი სახლიდან მოშორებით, ხოლო ცოლის გვამი სააბაზანოში დახვდათ.
გამომძიებელი აცხადებს, რომ მამამ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა შვილი. ისას დედის მკვლელობაზე ჯერ ცნობილი არაფერია და გამოძიება მიმდინარეობს.
ეჭვმიტანილმა Los Angeles Daily News-თან განაცხადა, რომ საპირფარეშოში იპოვა ცოლის გვამი, რის შემდეგაც მან საკუთარ შვილს თავდაცვის მიზნით ესროლა. მამას თუ დავუჯერებთ, შვილი მას, დედის მოკვლის შემდეგ, დანით ემუქრებოდა. შედირა ხალ ისა ამ წუთებში წინასწარ პატიმრობაშია და სასამართლოს ელოდება, რომელიც 11 აპრილს გაიმართება.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები