3 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დღეს დაისვენეთ, რათა ორშაბათიდან გააქტიურდეთ. მიირთვით ხილი და რძის პროდუქტები, წაიკითხეთ წიგნები, უყურეთ სათავგადასავლო ჟანრის ფილმებს.

კურო
არ იფიქროთ საქმეებსა და მოვალეობებზე. მთელი დღე საყვარელი ადამიანის გვერდით გაატარეთ, მოუწყვეთ რომანტიკული დღე.

ტყუპი
კარგი დღეა ცოდნის მისაღებად; ონლაინ სემინარების მოსასმენად. მეტი
ყურადღება გმართებთ გარეგნობის, ჯანმრთელობის მიმართ.

კირჩხიბი
არანაირი საქმე და მუშაობა. დაისვენეთ, შეხვდით მეგობრებს, გაერთეთ. საყვარელ ადამიანს რომანტიკული საღამო მოუწყვეთ.

ლომი
დაისვენეთ, დილით მიირთვით არომატული ყავა. კარგი დღეა კითხვისა და ჯანმრთელობის, გარეგნობისთვის ზრუნვისთვის.

ქალწული
სპორტდარბაზი, სპა-სალონი, შოპინგი, – აი, ჩამონათვალი, რაც განწყობას გაგიუმჯობესებთ და არა სამსახურისა საქმეები და საოჯახო ვალდებულებები.

სასწორი
დაისვენეთ, ეწვიეთ სპორტდარბაზს, სპა-ცენტრს. შეამცირეთ შეხვედრები ნათესავებთან და მეგობრებთან.

მორიელი
კარგი დღეა კითხვისთვის, უცხო ენის სწავლისა და გაღრმავებისთვის. ახალი ცოდნა მომავალშიც გამოგადგებათ და თვითრწმენასაც შეგძენთ.

მშვილდოსანი
დღეს დაისვენეთ, შეხვდით მეგობრებს, მუშაობას და მწვერვალების დაპყრობა ორშაბათიდან შეუდექით.

თხის რქა
კარგი დღეა საყიდლებისთვის. შეარჩიეთ ჯანსაღი პროდუქტები. მეტი მზრუნველობა გმართებთ საყვარელი ადამიანის მიმართ. საღამოს სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.

მერწყული
ჩაეწერეთ ონლაინ სემინარებზე, უცხო ენების კურსებზე. იკითხეთ პროფესიონალური ლიტერატურა. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ, დააგროვეთ ძალები ორშაბათისთვის.

თევზები
კითხვა, ტელევიზორის ყურება და ოცნება, – აი, დღეანდელი დღის გეგმა. საღამოს მიიღეთ არომატული აბაზანა და გამოიძინეთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები