“6 მაგნიტუდაც გვეყოფა საქართველოში” – რა საფრთეებზე საუბრობს გეოლოგი თურქეთის მიწისძვრის შემდეგ?

თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია სოციალურ ქსელში. როგორც გეოლოგი, თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში წერს, ადამიანებს კლავს უხარისხოდ აშენებული შენობები და არა მიწისძვრები.
“მაგხელა რომ თბილისში ან ბათუმში მოხდეს, დომინოს ქვებივით წავწვებით. ღმერთმა დაგვიფაროს”, – წერენ გეოლოგის პოსტის კომენტარებში მოქალაქეები.
როგორც გეოლოგმა სოციალური ქსელის მომხმარებელს განუმარტა, “საქართველოში 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრაც საკმარისია”.
შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს, თურქეთში 04.17 საათზე 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა სირიაშიც. ორივე ქვეყანაში სტიქიურ უბედურებას 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
“დაახლოებით, ერთი წუთი გრძელდებოდა რყევა. დიდი მიწისძვრაა და შესაბამისად რყევის ხანგრძლივობაც დიდია.
კადრების მიხედვით, ერთად მდგარი რამდენიმე სახლიდან, ზოგი დანგრეულია, ზოგი არა. ეს არის მშენებლობის ხარისხი და ძალიან ვბრაზდები ამ დროს, ძალიან.
ახლა ვლაპარაკობდი ჩემ კოლეგებთან აქ, ამერიკაში! გადაწყვეტილების მიმღებებო, პოლიტიკოსებო! მე კი არ ვარ რთული საურთიერთობო ქალი, როგორც ზოგიერთი თქვენგანი ამბობს! სიმართლეს გეუბნებით გეოლოგები, სეისმოლოგები! ასეთი მიწისძვრები ხდება ამ რეგიონში და ასეთი შედეგი დგება, როდესაც შენობა და ინფრასტრუქტურა არ ვარგა! მიწისძვრა კი არ კლავს ადამიანს. შენობა კლავს და უტვინო, ფულის მოხვეჭაზე აგებული სამშენებლო პოლიტიკა!” – წერს თეა გოდოლაძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები