”5 წლის ბავშვი ეზოში სასტიკად გამილახეს თანატოლებმა…” – დამაფიქრებელი ამბავი თბილისური ეზოდან

ამ პოსტს, რომლის ავტორი დედისა და მისი შვილის ვინაობას, მათივე სურვილით არ ვაქვეყნებთ, დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. მართლაც დამაფიქრებელი ამბავია:

“გუშინ საღამოს ჩემი 5 წლის ბიჭი ეზოში გამილახეს ბავშვებმა. 5 ბაშვი სცემდა ერთს. სანამ ეზოში ჩავვარდი და გავიქეცი, უკვე მოესწროთ ტუჩის გახეთქვა, თავის ბორდიურზე დახეთქება, გვერდებში წიხლები და თვალებში სილა…

საშინელ დღეში ჩავვარდი… ასეთი უმწეო მგომარეობა არ გამომეცადა აქამდე…

სხვის შვილებს ხომ არ გავლახავდი… ისინიც ხომ ბავშვები არიან… ერთადერთი ის შევძელი, რომ ამეყვანა ჩემი შვილი ხელში და გულში მაგრად ჩამეკრა… ერთად ვტიროდით… სახლში ამოვედით, ყინულები დავადე გახეთქილ ტუჩზე და დარტყმულ შუბლზე… გვერდები ისე ჰქონდა დაწითლებული, შეხედვა არ მინდოდა…. საშინელი ტკივილი მესობოდა გულში…
რამდენიმე წუთში კარებზე კაკუნი იყო. ბავშვების ყველა მშობელი ამოვიდა და ბავშვებიც ამოჰყვნენ ბოდიშის მოსახდელად. სანამ ისინი გვებოდიშებოდნენ, ჩემი ბიჭი სამზარეულოში გამეპარა. მაისურის უბე ხილით აივსო და თითოეულ ბავშვს ღიმილიანი თვალებით და ნაცემი თავ-პირით მიაწოდა…
თავი ვერ შევიკავე და ტირილი წამსკდა… აი, ასეთები არიან ბ ა ვ შ ვ ე ბ ი… უბოროტო კეთილები და მიმტევებლები…. ეს ჩემი ბიჭია… ჩემი სუნთქვა”.

წყარო:http://www.mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები