5 წლის აბდულაჰიმ ხანგოშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება – ექიმები მკურნალობას ოჯახის უსახსრობის გამო არ აგრძელებენ

5 წლის აბდულრაჰიმ ხანგოშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. როგორც ოჯახის ახლობელმა, რუმისა ხანგოშვილმა „კვირა+“ უთხრა, იმის გამო, რომ ოჯახს კლინიკაში გარკვეული თანხა ვერ შეაქვს, ბავშვის მკურნალობა შეჩერებულია.
„5 წლის აბდულრაჰიმი მრავალშვილიანი ოჯახის უმცროსი, მეხუთე შვილია. ოჯახი სოციალურად დაუცველია, მათ უკვე ამოწურეს ყველა რესურსი, რათა შვილი გადაერჩინათ. ბავშვს თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი შრის ავთვისებიანი სიმსივნე-ნეირობლასტომა აქვს დიაგნოზი. ბავშვს თურქეთში ჩაუტარდა უმძიმესი ოპერაცია. ახლა კი აძინებენ, რადგან ბავშვს ტკივილები გაუსაძლისი გაუხდა. იმყოფებიან თურქეთის ერთერთ კლინიკაში. გადარჩენის ერთადერთი გზა საზღვარგარეთ მკურნალობის გაგრძელებაა. თითოელი ლარიც კი ბევრს ნიშნავს იმედგადაწურული მშობლებისთვის. ყველას მივმართავ თხოვნით, თუნდაც მცირედით, ერთი ლარით მაინც დავეხმაროთ ამ პატარას. მკურნალობისთვის საჭიროა 10 000$ დოლარი“, – ამბობს ოჯახის ახლობელი, რუმისა ხანგოშვილი.

TBC: #GE14TB7515345061100086

მიმღები: ხანგოშვილი რუმიის

კომენტარები

სხვა სიახლეები