5 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დღეს დრო საქმეების მოგვარებას და მეგობრებთან ურთიერთობას დაუთმეთ. ზოგიერთებს წვეულებაზე დაპატიჟებენ. პირადი ცხოვრება სიურპრიზებითაა მდიდარი.

კურო
ნუ გაართულებთ ურთიერთობას გარშემო მყოფებთან. საღამოს გამონახეთ დრო და ოჯახის წევრებთან ერთად გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

ტყუპი
დილიდან პოზიტიურად განეწყვეთ. მოაგვარეთ ის საქმეები, რომლებისგანაც უქმეებზე დაისვენებთ. საყვარელი ადამიანი სიურპრიზებით თავბრუს დაგახვევთ.

კირჩხიბი
საქმეები დღის პირველ ნახევარში მოაგვარეთ და შუადღის შემდეგ დაისვენეთ. უმჯობესია, თუ ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ გაემგზავრებით.

ლომი
სამსახურის საქმეები სტაბილურად გაქვთ. დახმარებისთვის კოლეგების შეწუხება ნუ მოგერიდებათ. საღამო შინ გაატარეთ, საყვარელ ადამიანს ნუ აეჭვიანებთ.

ქალწული
ნუ მოცდებით წვრილმანებზე და დაკვირვებით აკეთეთ თქვენი საქმე. საღამოს თანამოაზრეებს ესტუმრეთ ისინი იდეების განხორციელებაში დაგეხმარებიან.

სასწორი
გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი და მოთმინება. საღამოს თავგადასავლებისადმი გაგიმძაფრდებათ ინტერესი. მოერიდეთ საეჭვო საქმიანობას.

მორიელი
გარშემო მყოფებს იდეებითა და გეგმებით გააოცებთ. თუმცა, სიფრთხილე გმართებთ, გარემოცვაში შეიძლება მოშურნეებიც გყავდეთ. საყვარელი ადამიანი არ აეჭვიანოთ.

მშვილდოსანი
დაასრულეთ დაწყებული საქმეები. უფროსი გაკვირდებათ და ვალდებულებებისადმი ყურადღებით იყავით. საყვარელი ადამიანი თქვენს გასამხიარულებლად ყველა ღონეს იხმარს.

თხის რქა
ახალ მეგობრებს გაიჩენთ, საჭირო ადამიანებს გაიცნობთ. იყავით მაქსიმალურად გახსნილი ურთიერთობისთვის. საღამო შინ, მშვიდ გარემოში გაატარეთ.

მერწყული
საქმეების მოგვარებას დასვენებაც შეუთავსეთ. კოლეგებთან ერთად დალიეთ ყავა, განიხილეთ ახალი ჭორები. საღამო ნათესავებთან ერთად გაატარეთ.

თევზები
წარმატებული დღე გელი. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. თქვენი პოზიტივი კოლეგებსა და მეგობრებს გაუზიარეთ. პირად ურთიერთობაში ჰარმონია და იდილია დაისადგურებს.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები