4 წლის გოგონას, დედის მეგობარმა მამაკაცმა, ქამრით საზარელი ტრავმები მიაყენა (ფოტო)

ამერიკული მედია რუსეთის ქალაქ კრასნოიარსკში მომხდარი საზარელი შემთხვევის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 4 წლის გოგონას, მისი დედის საყვარელმა, ქამრით ცემის შედეგად, უმძიმესი დაზიანებები მიაყენა. ბავშვს თავი, მკერდი, ზურგი და ხელები სისხლჩაქცევებით და ჭრილობებით აქვს დაფარული.
ოცი წლის მამაკაცი, რომლის სახელიც ბახრამია, პოლიციამ დააკავა. როგორც ამერიკული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მოძალადემ ჩვენების მიცემის დროს მომხდარის რეკონსტრუქცია მოახდინა და სამართალდამცველებს აჩვენა, თუ როგორ გამეტებით ურტყამდა ქამრის ბალთას ბავშვს იმის გამო, რომ მან ერთიდან ხუთამდე ვერ დათვალა. მოძალადის თქმით, ცემისთვის მან ჯერ მობილური ტელეფონის დამტენი, შემდეგ კი ქამარი გამოიყენა. სულ კი ბავშვს 15-ჯერ დაარტყა.
როგორც ირკვევა, ბავშვის დედა-31 წლის მარია ბელონოგოვა მისი შვილის ცემას ესწრებოდა, თუმცა არაფერი მოიმოქმედა მოძალადის შესაჩერებლად. მოგვიანებით, მან სამართალდამცველებს განუცხადა, რომ შეეშინდა, მის საყვარელს ისიც არ ეცემა. ცემის დასრულების შემდეგ, მან ბავშვის დახმარება თავად სცადა, ისე რომ, სასწრაფო-სამედიცინო დახმარება და პოლიცია არ გამოიძახა, რადგან არ უნდოდა, რომ მისი საყვარელი დაეკავებინათ. მის ნაცვლად ეს იმ ადამიანმა გააკეთა, რომელიც ამავე ბინას მასთან ერთად იყოფდა. როდესაც მამაკაცმა დაინახა, რომ გოგონას სუნთქვა უჭირდა, ის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურს დაუყოვნებლივ დაუკავშირდა.
ამ დროისთვის გოგონა სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. მომვლელების თქმით, მას ადვილად შეუძლია ხუთამდე თვლა, მაგრამ მას იმდენად ეშინოდა მისი „მამინაცვლის“, რომ მის დანახვაზე ხმის ამოღებასაც კი ვერ ახერხებდა.
არასრულწლოვნის წამების მუხლით, აზერბაიჯანელი ბაჰრანი პატიმრობაში 7 წელს გაატარებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები