39 წლის მარტოხელა ქალს 44 შვილი ჰყავს

39 წლის ასაკში უგანდელი მარიამ ნაბატანზი უკვე 44 შვილის დედაა. მისი შვილების დიდი ნაწილი 3, 4 ან 5 ტყუპია.
მარიამი 12 წლის ასაკში გათხოვდა, მას მერე რაც სიკვდილს გადაურჩა. მისმა დედინაცვალმა მარიამის და მისი და-ძმების საკვებში შუშა ჩაყარა და მათი მოკვლა სცადა. საუბედუროდ, მისი ოთხი დედმამიშვილი დაიღუპა, ხოლო მარიამი იმიტომ გადარჩა, რომ ის ამ დროს სახლში არ იყო.
გოგონა 40 წლის კაცზე 1993 წელს გათხოვდა. მისი ქმარი პოლიგამიური იყო და წინა ქორწინებებიდან შვიდი შვილი ჰყავდა. პირველი ტყუპები მარიამს 14 წლის ასაკში ეყოლა და მას მერე ყოველ წელს მათი რიცხვი იმატებდა. 23 წლის ასაკში მას უკვე 25 შვილი ჰყავდა.
ქალმა კლინიკაში მისვლა გადაწყვიტა, რათა მისთვის სტერილიზაცია გაეკთებინათ, თუმცა ექიმებმა დაარწმუნეს, რომ მისი ორგანიზმის თავისებურებების გათვალისწინებით, ამის გაკეთება არ შეიძლებოდა.
როგორც ირკვევა, დედას უფროსი შვილები უმცროსების მოვლაში ეხმარებიან, განსაკუთრებით მას მერე, რაც ქმარმა მიატოვა. 25 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ის სხვა ქალთან წავიდა.
როგორც ექიმები ამბობენ, მარიამის ტყუპების გაჩენის უნარი იშვიათ გენეტიკურ ფაქტორებს უკავშირდება.

კომენტარები

სხვა სიახლეები