26 წლის მოდელმა ინტერნეტით ბულინგის გამო თავი მოიკლა

26 წლის ანამ ტანოლი თავის სახლში, პაკისტანის ქალაქ ლახორში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალებამდე გოგონამ ვიდეო ჩაწერა, რომელშიც იმ ადამიანებს მიმართავდა, რომლებიც სხვებს სოციალურ ქსელებში ჩაგრავენ და მათ, ვინც თავად არის ჩაგვრის მსხვერპლი. პირველებს ის დამცირების შეწყვეტისკენ მოუწოდებდა, ხოლო მეორე კატეგორიის ადამიანებს ურჩევდა არ მიეცათ უფლება შეურაცხყოფას მათი ცხოვრება დაენგრია.
პაკისტანში ტანოლი პერსპექტიულ მოდელად ითვლებოდა, ამასთანავე, მას საკუთარი დიზაინერული ხაზი ჰქონდა.
ტრაგედიამდე რამდენიმე კვირით ადრე ის იტალიაში იმყოფებოდა. თუმცა მისი მშობლების თქმით, ანას დეპრესია და ძლიერი სტრესი ჰქონდა. სიკვდილის დღეს ის ფსიქოთერაპევტთან მიღებაზე უნდა მისულიყო.
ვიდეოს ჩაწერისას მას მაისური აცვია წარწერით -„ტროლებო, შეჩერდით“. მოდელი ინტერნეტ-ბულინგის და ტროლების წინააღმდეგ გამოვიდა. მისი ვიდეო მთელ მსოფლიოში ვირუსივით გავრცელდა. ანამი ადამიანებს სთხოვდა შეეწყვიტათ ჩაგვრა და ამბობდა, რომ ასე მხოლოდ მშიშარა ადამიანები იქცევიან.
„ჩაგვრა ცუდია, ნუ აკეთებთ ასე, კარგით? ეს მხოლოდ თქვენს შიშზე და უმწეობაზე მიუთითებს”, – ამბობს ტანოლი ვიდეომიმართვაში.
გოგონამ ყველა იმ მსხვერპლსაც მიმართა, რომლებიც სხვათა მხრიდან „ბულინგის“ სიმძიმეს განიცდიან. მისი თქმით, არ ღირს ამ ყველაფრის გამო ტანჯვა, ადამიანმა თავის თავში აუცილებლად უნდა იპოვოს ძალა, რომ წინ აღუდგეს წყენას და შეურაცხყოფას.
„ნუ მისცემთ უფლებას ამან გაგტეხოთ. არ ღირს მათ გამო თქვენი ტანჯვა“, – თქვა ტანოლიმ.

https://www.youtube.com/watch?v=_PTlwlmuVC0&feature=youtu.be

კომენტარები

სხვა სიახლეები