32 წლის კაცის ემოციური წერილი ცოლ-შვილს კორონავირუსით გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე

ამერიკელი ჯონათან კოელიო ერთ-ერთი მათგანია, ვინც 21-ე საუკუნის უხილავ მტერს – კორონავირუსს ემსხვერპლა. მისი გარდაცვალებაც ისეთივე ტრაგიკული, თუმცა ჩვეულებრივი მოვლენა იქნებოდა, როგორც სხვა დანარჩენი ათასიბით გარდაცვლილი ადამიანის, რომ არა მისი წერილი, რომელიც გარდაცვალებამდე ზუსტად ერთი დღით ადრე მეუღლესა და შვილებს დაუწერა.

ემოციური წერილი ჯონათანის ტელეფონის ნოუთებში იყო შენახული. ქეით კოელიომ სწორედ მეუღლის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ნახა ის და ტვიტერში გამოაქვეყნა.

“მე თქვენ ძალიან მიყვარხათ. თქვენ იმაზე მშვენიერი ცხოვრების შესაძლებლობა მომეცით, როგორზეც ვოცნებობდი. ყველაზე იღბლიანი ადამიანი ვარ, ამაყი ვარ რომ შენი ქმარი და ბრაიანისა და პენის მამა ვარ.
ქეით, შენ ყველაზე ლამაზი, მზრუნველი და საოცარი ადამიანი ხარ, ვისაც კი შევხვედრივარ. ჭეშმარიტად სიკეთის განსახიერება ხარ. დამპირდი რომ ისევ ისეთი სიხალისითა და ვნებით გააგრძელებ ცხოვრებას, რამაც შენი თავი შემაყვარა.
შენი ყურება თუ როგორი შესანიშნავი დედა ხარ ჩვენი შვილებისთვის, ყველაზე ამაღელვებელი რამ იყო, რაც კი ოდესმე მიგრძვნია.

უთხარი ბრაიანს რომ ის ჩემი საუკეთესო მეგობარია, მე ამაყი ვარ მისი მამობის შესაძლებლობა რომ მომეცა და ამაყი ვარ იმ ყველა გასაოცარი და ლამაზი ქმედებით, რასაც ის აქამდე აკეთებდა და მომავალშიც გააკეთებს.

უთხარი პენელოპეს, რომ ის პრინცესაა და რასაც მოინდომებს ყველაფრის მიღწევას შეძლებს.

მე ისეთი იღბლიანი ვარ…

არასდროს მოიხედო უკან და თუ ვინმეს შეხვდები, დარწმუნდი რომ მას შენ და ბავშვები ისევე ეყვარებით, როგორი სიყვარულის მე მემეტება თქვენთვის.
ყველაფრის მიუხედავად, ყოველთვის ბედნიერი იყავი”, – წერს ჯონათანი.

ცნობისთვის, 2 წლის ბრაიანს ცერემბრალური დამბლის დიაგნოზი აქვს, მისი მკურნალობა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ოჯახს კი ამის საშუალება არ აქვს.

“მე და ჩემი შვილები გავაგრძელებთ ცხოვრებას, მაგრამ ჯონათანის გარეშე არ ვიცით როგორ” – წერს ქეითი მეუღლის წერილის აღწერაში.

კომენტარები

სხვა სიახლეები