3 დღის ბავშვს მორიელი პამპერსში შეუძვრა და შვიდჯერ უკბინა

სამი დღის გოგონა სასწაულებრივად გადარჩა მას შემდეგ, რაც მის პამპერსში ყვითელი მორიელი შეძვრა, რომლის შხამიც მომაკვდინებელია.
ოჯახი ბრაზილიაში ცხოვრობს. სამი დღის სოფია ფერერას დედა შვილს პამპერსს უცვლიდა, რა დროსაც მოულოდნელად გოგონას სხეული მოდუნდა და პირიდან კი ქაფი წამოუვიდა. ოჯახმა ის სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანა. ექიმებმა კი მის პამპერსში მორიელი იპოვეს, რომელმაც ჩვილს 7-ჯერ უკბინა, ის ბავშვის ჭიპზე იყო მიმაგრებული.
ექიმების თქმით, ბავშვი მხოლოდ იმიტომ გადარჩა, რომ მას ანტიდოტის რამდენიმე დოზა დროულად შეუყვანეს. ჩვილის გადასარჩენად ანტიდოტის ექვსი დოზა გახდა საჭირო.
როგორც მისი დედა-25 წლის ფერნანდა ამბობს,ბანაობის და პამპერსის გაკეთების შემდეგ, ბავშვმა რამდენიმეჯერ წამოიყვირა. როგორც ირკვევა, როდესაც მორიელი ექიმებმ აღმოაჩინეს, ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.
„ძალიან შემეშინდა, როდესაც სოფიას პამპერსი გავხსენი და მორიელი დავინახე. ისეთ პანიკაში ვიყავი, რომ მისთვის ხელის დადება არ შემეძლო, ამიტომ გავიქეცი და დაცვის სამსახურის თანამშრომლებს დავუძახე, რომ ის მოეშორებინათ“, – ამბობს მედიასთან ჰოსპიტალის თანამშრომელი.
ინტენსიური თერაპიის პალატაში სამდღიანი მკურნალობის შემდეგ, პატარა პაციენტი თავს უკეთ გრნობს.
„შოკში ვიყავი როდესაც გავიგე, რომ ჩემს შვილს მორიელმა შვიდჯერ უკბინა. მე და ჩემი ქმარი ერთად ვტიროდით, გვეგონა შვილი გვიკვდებოდა“, – ამბობს გოგონას დედა.
ის ფიქრობს, რომ მორიელი აბაზანის ფანჯრიდან შემოიპარა და შეძვრა იმ უჯრაში სადაც სოფიას პამპერსები ინახება.
„შესაძლოა ის პამპერსში შეძვრა და მე როდესაც ბავშვს ვუცვლიდი, ის უბრალოდ ვერ შევამჩნიე”, – აღნიშნავს სოფიას დედა.

კომენტარები

სხვა სიახლეები