ბიჭუნა მამის ცხედართან ტირის – გულისამაჩუყებელი ისტორია ( ფოტო)

სოციალური ქსელების მომხმარებელმა, ინდოელმა შივ სანიმ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პატარა ბიჭუნას ფოტო გამოაქვეყნა. ბიჭი მამის ცხედართან მწარედ ტირის. მისმა სევდიანმა ისტორიამ მთელი მსოფლიოს გარშემო, უამრავ ადამიანს გული აუჩუყა და მათ ოჯახს ფული შეუგროვეს.
„ეს ბავშვი კრემატორიუმში, მამის ცხედართან მივიდა, მისი სახიდან გადასაფარებელი გადაწია, ხელები სახეზე აიფარა, თქვა -„მამა“ და მწარედ აქვითინდა. ეს კაცი ღარიბი მუშა იყო, რომელიც დელიში მუშაობისას პარასკევს დაიღუპა. ოჯახს მისი კრემაციის ფულიც კი არ აქვს“, – წერს შივ სანი “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე.
ამ მონათხრობმა და ფოტოებმა 14 ათასი გაზიარება და ათასობით კომენტარი მოაგროვა. მალევე გაირკვა, რომ დაღუპულ მუშას მეუღლე და სამი შვილი დარჩა. „ტვიტერის“ მომხმარებლებს მისი ოჯახის დახმარების სურვილი გაუჩნდათ და შივა სანის დახმარებით, საბანკო ანგარიშზე ოჯახისთვის ფულის შეგროვება დაიწყეს. რამდენიმე დღეში სოციალური ქსელების მომხმარებლებმა მთელი მსოფლიოდან 40 ათას დოლარამდე შეაგროვეს. ახლა ამ მუშის ქვრივს იმაზე ფიქრი არ მოუწევს, როგორ გამოკვებოს და გაზარდოს თავისი შვილები.

კომენტარები

სხვა სიახლეები