28 წლის ადვოკატს, გიორგი სიმონიშვილს შუასაყრის ლიმფოდენოპათია დაუდგინდა – მას საზოგადოების დახმარება სჭირდება

28 წლის ადვოკატს, გიორგი სიმონიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას მძიმე დიაგნოზი დაუსვეს, რომლის მკურნალობაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.
“გიორგი სიმონიშვილს, 28 წლის წარმატებულ და უნიჭიერეს ადვოკატს შუასაყრის ლიმფოდენოპათია დაუდგინდა. ბოლო მონაცემებით მდგომარეობა დამძიმდა, დიაგნოზს დაემატა ლეიკემია (ძვლის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე).
​გიო გადაყვანილია მიუნხენის კლინიკაში, სადაც უნდა ჩაუტარდეს ქიმიოთერაპიის კურსი.
სასწრაფოდ სჭირდება მკურნალობის კურსის ღირებულების – 58.000 ევროს (185.600 ლარის) გადარიცხვა კლინიკის ანგარიშზე. მეგობრებო დროში ვიწვებით, დავეხმაროთ გიოს დაუბრუნდეს 2 კვირის წინ შეძენილ შვილს, ლიზას.
1 ლარიც კი მნიშვნელოვანია.
თიბისი ბანკი – #GE73TB7242936515100013
საქართველოს ბანკი – #GE85BG0000000749330100
მიმღები: მარიამ სიმონიშვილი
#გიოსთვის
#ჩვენერთადდავამარცხებთ!
#გავერთიანდეთგიორგისგადასარჩენად”,-ნათქვამია გიორგი სიმონიშვილის ახლობლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

სხვა სიახლეები