26 წლის მილიონერი დამხმარეს ეძებს, რომელსაც 52 ათას დოლარს გადაუხდის

26 წლის მილიონერმა, მეთიუ ლეპრემ სიდნეიდან, გადაწყვიტა, დამხმარე იპოვოს. ეს ბედნიერი ვინმე კი მილიონერის ზღაპრული ცხოვრების ყოველდღიურობას გაიზიარებს. ასისტენტმა მილიონერთან ერთად უნდა იმოგზაუროს, დაეხმაროს მას ბიზნესის მართვაში ქოუჩინგისა და ელექტრონული კომერციის სფეროში. ამაში კი წელიწადში არა მხოლოდ 52 $ ათასს, არამედ უამრავ ცოდნას და შთაბეჭდილებებს მიიღებს. „ანაზღაურება ადამიანის გამოცდილებიდან გამომდინარე დაინიშნება. თუმცა, არის საბაზისო თანხა, ასევე – სამედიცინო დაზღვევა, სამგზავრო და ცხოვრების ხარჯები, რასაც ჩემს თავზე ვიღებ”, -ამბობს მილიონერი. მეთიუ, ახლა, თვეში 120 ათას დოლარს გამოიმუშავებს. ის ოთხ წარმატებულ ონლაინმაღაზიას ხელმძღვანელობს და სხვადასხვა ქვეყანაში სემინარებს ატარებს. მისმა დამხმარემ კარგად უნდა იცოდეს კომპიუტერით მუშაობა და სოციალური ქსელების მართვის დეტალები. ასევე, დამხმარე უნდა იყოს ორგანიზებული, ამბიციური და, რა თქმა უნდა, მხიარული. „მუშაობის დროს, მოგზაურობამ მომცა საშუალება, იდეალურად მეცხოვრა და მსურს, სხვასაც მივცე ასეთი შესაძლებლობა. მე ვეძებ ისეთ ადამიანს, რომელიც ჩემს თავგადასავლებში ჩაერთვება და, ასევე, მზად იქნება ბევრი მუშაობისთვის”.
მეთიუს თქმით, სამუშაოს სპეციფიკის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა პოტენციურ კანდიდატებს “Youtube”-ზე მისი არხიდან შეუძლიათ.

კომენტარები

სხვა სიახლეები