26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დაიბრუნებთ ვალს, გამოგიჩნდებათ შემოსავლის ახალი წყარო. გაგიუმჯობესდებათ პირადი ცხოვრება. ზოგიერთი წყვილი დაქორწინებას, ერთად ცხოვრებას გადაწყვეტს.

კურო
დღეს ხალხის დარწმუნება არ გაგიჭირდებათ, მეტად გამოავლინეთ ორატორული ნიჭი. დღეს დაგეგმილი მოლაპარაკებები ნაყოფიერად ჩაივლის. საყვარელ ადამიანს საღამოს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ.

ტყუპი
კარგი დღეა ინტელექტუალური საქმიანობისთვის, დაწყებული პროექტების დასასრულებლად. თქვენი გამარჯვებით დასრულდება ტესტირება, გამოცდა, სხვადასხვაგვარი შემოწმება.

კირჩხიბი
დასვენება, გამოძინება გსურთ, რის გამოც შეიძლება შეგიფერხდეთ საქმეები, სათანადოდ ვერ იმუშაოთ. ძალები მოიკრიბეთ და დაასრულეთ დაწყებული საქმეები. დღეს გავლენიანი ადამიანის გაცნობა გელით.

ლომი
აქტიური საქმიანი და საზოგადო ცხოვრება გელით. მეტი დრო დაუთმეთ პირად ცხოვრების მოწესრიგებას. საღამოს არ გამოკლდეთ წვეულებებს.

ქალწული
კარგი დღეა კრედიტის გასაფორმებლად, კაპიტალდაბანდებისთვის; აგრეთვე, უცხო ენის შესასწავლად, თვითგანათლებისთვის. საღამოს არ გადაიტვირთოთ საოჯახო საქმეებით.

სასწორი
მოაწესრიგეთ ფინანსური საკითხები. მოერიდეთ დაპირისპირებას კოლეგებთან. გაგიუმჯობესდებათ პირადი ურთიერთობები.

მორიელი
მნიშვნელოვანი საკითხები დღის პირველ ნახევარში მოაგვარეთ. დახმარებისთვის პროფესიონალს, გამოცდილ მეგობარს მიმართეთ. მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას. უმჯობესია, დაწყებულები დაასრულოთ.

მშვილდოსანი
კარგი დღეა ბიზნესისა და კომერციისთვის. ახალი იდეები კოლეგებთან ერთად განიხილეთ. ფინანსური სფერო სიურპრიზს გპირდებათ. შეიძლება საჩუქარი ან ფასდაკლების ბარათი მიიღოთ.

თხის რქა
ნუ აურევთ ერთმანეთში სამსახურის საქმეებსა და პირად ცხოვრებას. მოერიდეთ ფლირტს უფროსთან. თუ რომანის დაწყებას კოლეგასთან აპირებთ, ნუ გაასაჯაროებთ მას.

მერწყული
დღე რუტინული საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. ზოგიერთს უცხოელთან ელის დამეგობრება, ზოგიც უცხოეთში გადაწყვეტს რამდენიმე დღით გამგზავრებას. საღამოს სიურპრიზი გელით.

თევზები
გააუმჯობესეთ ურთიერთობა კოლეგებთან და მათი დახმარებით საქმეებს მოაგვარებთ. ნუ შეუშინდებით მცირე უსიამოვნებებს, იბრძოლეთ გამარჯვებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს უცნობებთან.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები