სიგარები “ტერმინატორისგან” – არნოლდ შვარცენეგერის საჩუქარი ავსტრალიელ მამაკაცს

ლეგენდარულმა მსახიობმა არნოლდ შვარცენეგერმა სიმსივნით დაავადებულ, 75 წლის ავსტრალიელ მამაკაცს ოცნება აუსრულა. მან იოსეფ მიტერმაიერს სიგარები აჩუქა. უცხოური მედიის ცნობით, პენსიონერის გოგონამ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ მამამისი შვარცენეგერის თაყვანისმცემელია და ბედნიერი იქნებოდა, თუკი მისგან საყვარელ სიგარებს საჩუქრად მიიღებდა. მას შემდეგ, რაც სარა მიტერმაიერის პოსტმა ფეისბუქში 100 ათასზე მეტი მოწონება დაიმსახურა, შვარცენეგერს დაუკავშირდა მისი ავსტრალიელი მეგობარი რალფ მელერი. მან სნეულ პენსიონერს სიგარების ყუთი გაუგზავნა, რომელსაც „ტერმინატორის“ ფოტო და ავტოგრაფი ახლდა. იოსეფ მიტერმაიერს ექიმებმა სიმსივნე 2013 წელს დაუდგინეს. ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მოწევას მას უკვე აღარ უკრძალავენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები