21 წლის რეპერი, “Lil Peep-ი” გარდაიცვალა (ვიდეო)

Lil Peep“-ის ფსევდონიმით ცნობილი, 21 წლის რეპერი გუსტავ აჰრი, რამდენიმე საათის წინ გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ მედიაში გავრცელდა.

ახალგაზრდა რეპერი ნარკოტიკული საშუალების აქტიური მომხმარებელი იყო, იგი ზედმეტი დოზის მიღების გამო გარდაიცვალა.

უამრავი ცნობილი ადამიანი, მის გარდაცვალებას „Twitter”-ზე გამოეხმაურა და მწუხარება გამოთქვა.
„ამის დაჯერება არ შემიძლია, გასულ კვირას ჩვენ ვსაუბრობდით ახალი კლიპის გადაღებაზე, ახლა კი შენ აღარ ხარ. მოგვენატრები“ აღნიშნა ელექტრონული მუსიკის და ცეკვის პროდიუსერმა “მარშმელომ“.
„დიდებული ადამიანი და უდიდესი პიროვნება, შენმა მუსიკამ მსოფლიო შეცვალა და ეს აღარ განმეორდება“ _ ასე შეაფასა ამერიკელი რეპერი, გიტარისტმა ოსტინ რიჩარდმა(Post Malone)

„მე უკვე გულგატეხილი ვარ, ვერ ვგრძნობ, რომ ეს ამბავი სიმართლეა, მე შენ მიყვარხარ და ყოველლთვის მომენატრები, გთხოვთ, ვინემემ მითხარით, რომ ეს სიმართლე არ არის „ აღნიშნა მაიკ კორტექსმა.
ახალგაზრდა რეპერმა პოპულარობა “Youtube”-ის დახმარებით მოიპოვა, მან პირველი ალბომი აგვისტოში გამოუშვა.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=BbGyuMu-_2A[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები