21 წლის დავით ცირდავას საზოგადოების დახმარება სჭირდება – “ბიჭი საზარელი ავარიის შემდეგ მართვით სუნთქვაზეა”

21 წლის დავით ცირდავას საზოგადოების დახმარება სჭირდება, ის საზარელი ავარიის შედეგად მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ახალგაზრდა მამაკაცი მოპედით გადაადგილდებოდა, როდესაც მას ტაქსი დაეჯახა, შეჯახების შედეგად ბიჭი თავით ბეტონის კედელს დაეჯახა.

21 წლის დავითს ტვინის შეშუპება, სახეზე და ფეხზე მრავლობითი მოტეხილობა აქვს. სამწუხაროდ, მას მინინგიტიც გამოუვლინდა. ახალგაზრდა მამაკაცის მკურნალობის ხარჯები საკმაოდ დიდია. დახმარების მსურველებს შეუძლიათ ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე ჩარიცხონ თანხა.

თიბის ბანკი: GE18TB7850445061100040 – მიმღები ეკატერინე ლომთაძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები