21 წლის გოგომ მდიდარი ქმარი, სხვა კაცზე, ქორწილიდან ერთ კვირაში გაცვალა (ფოტოკოლაჟი)

21 წლის გოგონა მდიდარ ქმარს, მათი ფეშენებელური ქორწილიდან სულ რაღაც ექვს დღეში, სხვა კაცთან გაექცა. 40 წლის ენდი მიტჩელს ქორწილი მექსიკაში 30 ათასი ევრო დაუჯდა. საზეიმო ცერემონიის დროს, ნათესავების და მეგობრების გარემოცვაში, წყვილმა ერთმანეთს სამუდამო სიყვარული შეფიცა, თუმცა ამ ფიცმა მხოლოდ ექვსი დღე გაძლო.
21 წლის მეგანმა მიტოვებულ ქმარს დაურეკა და უთხრა, რომ ახალ საყვარელთან სექსი ბევრად უკეთესი აქვს, ვიდრე მასთან.
40 წლის მიტჩელის აზრით, მისმა ახალგაზრდა ცოლმა სხვა მამაკაცი გოგოების წვეულებაზე იპოვა, რადგან მანამდე მათ ურთიერთობაში სრული იდილია იყო. „სიმართლე რომ ვთქვა, მან უბრალოდ გამომიყენა. შოკში ვარ და ზიზღს ვგრძნობ. ბოლოს, გასულ ღამეს ველაპარაკე და იმის ახსნა დამიწყო, რომ ის ლოგინში ჩემზე ბევრად კარგია.“
თუმცაღა, მეგანი ირწმუნება, რომ ახალ შეყვარებულთან, ენდისთან დაშორებამდე სექსი არ ჰქონია.
პირველად ისინი ერთმანეთს რამდენიმე წლის წინ შეხვდნენ. ერთ შოტლანდიურ დაბაში ისვენებდნენ და პრაქტიკულად მალევე სიახლოვე იგრძნეს. მეგანი მექსიკაში ქორწილის გადახდაზე ოცნებობდა და ენდიმ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მისი ოცნება ახდენილიყო. თუმცა, გოგონა მათი ცოლ-ქმრული ცხოვრების პირველივე დღეებში გაქრა. მამაკაცს ვერც კი წარმოედგინა, რომ ასეთი რამე მოხდებოდა, ქორწილში მეგანი უბედნიერესი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებდა.
ენდიმ გადაწყვიტა შური იძიოს და სოციალურ ქსელებში მათი ძვირადღირებული საქორწილო ბეჭდების გაყიდვის შესახებ განცხადებები განათავსა. მან სიყვარულის ახალი ობიექტიც უკვე იპოვა. „გამარჯობა, მე მექსიკაში დავქორწინდი და ეს ბეჭდები მეგან მიტჩელთან გავცვალე. თუმცა, ექვსი დღის შემდეგ გავიგე, რომ მას რომანი ჰქონდა, რომელიც ჩვენს ქორწინებამდე მთელი რვა კვირა გრძელდებოდა”.

კომენტარები

სხვა სიახლეები