მამამ მრბოლელი შვილი ცეცხლმოკიდებული ავტომანქანიდან ამოიყვანა (ვიდეო)

ავტომრბოლელთა ამერიკული ასოციაცია NASCAR-ის მიერ გამართულ რბოლაში, მრბოლელი მაიკ ჯონსი ლამის დაიღუპა. მისი ავტომობილი მოწინააღმდეგის ავტომობილს დაეჯახა, შემდეგ ბორდიურს შეასკდა და აალდა. რამდენიმე წამში მძღოლი გადაარჩინეს, მაგრამ ეს არა ტრასის პერსონალმა, არამედ მისმა მამამ შეძლო. დინ ჯონსი შვილის გამოსვლას თვალყურს ადევნებდა, როდესაც დაინახა, რომ მაიკის მანქანას ცეცხლი მოედო. მამა არ დაიბნა და საშველად გაიქცა. მან მეხანძრეებს გაასწრო, ცეცხლმოდებული მანქანიდან ვაჟი ამოიყვანა და ცეცლხლქრობის სისტემა აამოქმედა.
„შიშის დრო არ მქონდა, ჩემი შვილი მანქანიდან უნდა გამომეყვანა“-განუცხადა მან ჟურნალისტებს.
გმირული საქციელის მიუხედავად, NASCAR-მა რბოლის დროს ტრასაზე გასვლის გამო, ის დასაჯა და გამოსაცდელი ვადა დაუწესა. თუმცა, ის კვლავ იმეორებს, რომ ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს – მამა ღმერთიც კი.
ინციდენტი 16 ივნისს, ვირჯინიაში მოხდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები