21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ნაკლები დრო მიაქციეთ პირად ცხოვრებას და მეტი – სამსახურის საქმეებს. კარგი დღეა იდეებისა და პროექტების განხილვა-განხორციელებისთვის.

კურო
სამსახურის საქმეებში წარმატება გელით. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება უცხოელ კოლეგებთან და პარტნიორებთან. კარგი დღეა იმიჯის შესაცვლელადაც.

ტყუპი
გარშემო მყოფებთან ურთიერთობა გაგიუმჯობესდებათ, თუ მათ მიმართ კრიტიკულად კი არა, მეგობრულად განეწყობით.

კირჩხიბი
გაუმართლებთ ვაჭრობის სფეროში მომუშავეებს. ზოგი მატერიალური სარგებლის მოპოვებას პერსპექტიული სამუშაოს დაწყებით შეძლებს.

ლომი
კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების, ახალი პროექტების განსახორციელებლად. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან.

ქალწული
ნაკლები ყურადღება მიაქციეთ მოშურნეების კრიტიკას და გააქტიურდით წარმატების მისაღწევად.

სასწორი
კარგი დღეა ხელშეკრულებების გასაფორმებლად; კონტრაქტების გასაგრძელებლად. შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად.

მორიელი
კარგი დღე ელით სამეცნიერო და სამწერლო სფეროში მომუშავეებს. ზოგიც წარსულში შესრულებული სამუშაოსთვის მიიღებს ჯილდოს.

მშვილდოსანი
სამსახურის საქმეებშიც წარმატება გელით და პირადი საქმიანობის დაწყებაშიც. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ და ნაკლები ყურადღება მიაქციეთ მოშურეებს.

თხის რქა
კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. მიზნის მისაღწევად მეტად უნდა იაქტიუროთ.

მერწყული
კარგი დღეა იდეების განსახორციელებლად. მთავარია, ილუზია რეალობაში არ აგერიოთ.

თევზები
ნაკლებად მოიშალეთ ნერვები უმნიშვნელო ხარვეზებზე. სიფრთხილე გმართებთ ელექტროტექნიკასთან ურთიერთობისას.

კომენტარები

სხვა სიახლეები