17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში, სუფთა ჰაერზე. დაქორწინებულებმა ერთად მოაგვარეთ ოჯახური საკითხები. მარტოხელებს სასიამოვნო ნაცნობობა გელით.

კურო
კარგი დღეა საყიდლებისა და მნიშვნელოვანი საკითხების მოსაგვარებლად. საღამო გასართობს, ჰობის დაუთმეთ.

ტყუპი
კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, ექსკურსიისთვის. არ გამოაკლდეთ წვეულებას. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან.

კირჩხიბი
მეგობრებს შეხვდით და იმხიარულეთ. გააუმჯობესეთ სასიყვარულო ურთიერთობა. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით.

ლომი
სიახლეები, საინტერესო საქმიანობაში ჩართვა გსურთ. გაიჩინეთ ახალი ნაცნობები, შეეხმიანეთ საინტერესო ადამიანებს, გაუზიარეთ თქვენი იდეები.

ქალწული
დღე სასიამოვნო საქმიანობას დაუთმეთ. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში, მოუარეთ მცენარეებს. შეეხმიანეთ ახლობლებს.

სასწორი
საინტერესო ადამიანებთან შეხვედრის, ურთიერთობის, გართობის დღეა. ამაღლებული განწყობა ორშაბათსაც შეინარჩუნეთ.

მორიელი
ნუ ჩაერევით ახლობლების საქმეებში. შეცდომების თავიდან ასაცილებლად, მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს.

მშვილდოსანი
სასიამოვნო შეხვედრებით აღსავსე დღე გელით. საყვარელ ადამიანს რომანტიკული საღამო მოუწყვეთ. მარტოხელებმა მეგობრებთან ერთად იმხიარულეთ.

თხის რქა
მეტად დაისვენეთ, გამოიძინეთ, ისიამოვნეთ გემრიელი კერძებით, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობით. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან.

მერწყული
მოაწყვეთ ექსკურსია, მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში, სასურველია ბავშვებთან ერთად. შთაბეჭდილებები და საინტერესო ადამიანების გაცნობა გელით.

თევზები
ჩაიტარეთ გამაჯანსაღებელი პროცედურები. შეეხმიანეთ მეგობრებს. მოერიდეთ თქვენ მიმართ ნეგატიურად განწყობილ ადამიანებთან ურთიერთობას.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები