“15 წლისას ორი შვილი მყავდა” – ქართველი გოგონას ისტორია, რომელიც მეხუთე შვილს ელოდება

24 წლის თიკოს, როგორც თავად ამბობს, 15 წლისას უკვე 2 შვილი ჰყავდა. ახლა კი 24 წლისაა და მეხუთე შვილს ელოდება.
“13 წლის ვიყავი, ჩემმა ქმარმა რო მომიტაცა. ის 14 წლის იყო. შეყვარებულები ვიყავით, თუმცა ჩემები იყვნენ წინააღმდეგი. მათემატიკაზე დავდიოდი და გაკვეთილის მერე მომიტაცა. ახლაც უდევს მანქანაში ჩემი მათემატიკის წიგნი…
კარგა ხანს ვერ მომაგნეს და მართალია, მეც არ მინდოდა გათხოვება, უარი რომ მეთქვა, ციხეში გაუშვებდნენ და ამიტომ ბოლოს ვთქვი, რომ ჩემი ნებით გავთხოვდი.
საკმაოდ მალე დავორსულდი, თუმცა სკოლაში სიარული არ შემიწყვეტია. სანამ სკოლას დავამთავრებდი, მეორეც მეყოლა. თუმცა ვერ გეტყვით, რომ სწავლაში ხელი შემეშალა – დედამთილი ყველაფერში მეხმარებოდა. პირველი შვილი რომ მყავდა, სულ ვამბობდი,ღამე არ ტირის-თქო, თავს ვიწონებდი. არადა, თურმე ჩემს დედამთილს გაჰყავდა და მთელი ღამე ის უვლიდა, რომ მე არ შევწუხებულიყავი.
სკოლის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტში ჩავაბარე და ამასობაში მესმაე მეყოლა. ახლა 24-ის ვარ და მეხუთე შვილს ველოდები… თან მილებს ვიკეტავ…
ახლანდელი გადასახედიდან, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ ძალიან ადრე იყო ეს ყველაფერი. მე უბრალოდ გამიმართლა, რომ კარგი ოჯახი შემხვდა. ჩემი ქმარი ჩემზე გაცილებით მომზადებული იყო და უფრო მალე შედგა მამად… და პრაქტიკულად, დედამთილმა გამიზარდა შვილები. რეალურად, მეოთხე რომ გავაჩინე, მაშინ გამიჩნდა ნამდვილი დედობის განცდა.
ერთადერთი, რაზეც მწყდება გული, საზღვარგარეთ სწავლა მინდოდა და ვერ შევძელი”.

კომენტარები

სხვა სიახლეები