14 წლის გოგონა,  გამაოგნებელი ხმით და ტრაგიკული ისტორიით (ვიდეო)   

14 წლის დიანა ანკუდინოვა უკვე რამდენიმე პროექტის მონაწილეა და რუსეთში მას ნამდვილ ვარსკვლავად მოიხსენიებენ. ბოლოს მას ცნობილი მომღერლები და კომპოზიტორი დაუდგნენ ფეხზე და ყველამ ერთხმად აღიარა, რომ ასეთი ხმა, არტისტიზმი და შესრულება უკვე შემდგარი ვარსკვლავებისთვისაც კი შესაშურია.
დიანა მართლაც განუმეორებელი მომღერალია. პროექტებში მას დედობილი დაჰყვება ხოლმე საგულშემატკივროდ. გოგონას საოცრად ტრაგიკული ისტორია აქვს. თითქმის ორი წელი ცხოვრობდა მოძალადე დედასთან, რომელსაც მისი მოკვლა სურდა. როგორც დიანა ამბობს, დედას საერთოდ არ უნდოდა მისი გაჩენა. “12 აბორტის მერე მე ერთადერთს გამიმართლა,
რომ გადავრჩი…”
ის რომ ახლა ჯანმრთელია და ასეთი ლამაზი, შემდგარი გოგონა, მხოლოდ ექიმების და სოციალური სამსახურების დამსახურებაა, რომლებმაც მის ბიოლოგიურ დედას გამოსტაცეს ხელიდან და გადაარჩინეს. შემდეგ დიანა ახალ ოჯახში მოხვდა, ბედნიერია, თუმცა სულ ეშინია, რომ ნამდვილი დედა არ გამოჩნდეს და არ მოკლას…

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=775Of7Tp3Hc&feature=youtu.be[/youtube]

წყარო:https://www.mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები