13 ივნისი 1 წლის შემდეგ – რას იხსენებს ინდირა და ლიზა ზარანდიების დედა (ვიდეო)

ზუსტად ერთი წლის წინ, 13 ივნისის სტიქიამ 19 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის იყვნენ დები, ინდირა და ლიზა ზარადიები. გთავაზობთ გოგონების დედის ემოციურ მონათხრობს:
„ინდირა არ უყვარდა და ინდის ეძახდა თავის თავს. ძალიან მხიარული ბავშვი იყო. ფეხის პრობლემა ჰქონდა, ოთხი ოპერაცია აქვს გადატანილი. ჟურნალისტობა უნდოდა. სულ იმას ამბობდა, ცნობილი უნდა გავხდეო. მომავალ წელს გათხოვებას აპირებდა. ლიზა ძალიან ჭკვიანი ბავშვი იყო. ინდირასავით თამამი არა, უფრო მორიდებული იყო. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა. ორ ადგილას მუშაობდა და ცდილობდა, ოჯახი ერჩინა“, – იხსენებს გოგონების დედა.

კომენტარები

სხვა სიახლეები