„როდესაც ადამიანს შეურაცხყოფას მიაყენებ, ბოდიში, მაგრამ…” – მაიკო კაჭკაჭიშვილი – ნინი ბადურაშვილზე

კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი ნინი ბადურაშვილის სკანდალს ეხმიანება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„როდესაც ადამიანს შეურაცხყოფას მიაყენებ ბოდიში, მაგრამ, ვეღარ ფიქრობს – ბულინგს ჩადის თუ ქველმოქმედებას!!! არ გამოიყვანო წყობიდან და არც მიიღებ პასუხს !! ანუ არაცნობილ ადამიანებს შეუძლიათ, მიაყენონ შეურაცხყოფა ცნობილს და მათი გაბრაზებული პასუხი ბულინგია??? !!!

არ გამომიხტეთ ახლა ამ მოდური ტენდენციების მიმდევრები, ბულინგი კი არა, ისეთ ბულინგს ჩადიხართ ყოველდღე, ვერც კი აცნობიერებთ.  ცნობილი ადამიანებიც თქვენნაირი ადამიანები არიან, აქვთ ნერვები, რეაქციები, შეცდომები, ბრაზდებიან, სწყინთ და ა.შ !!!!
ცნობადობა არაფერს ცვლის, მერწმუნეთ!!!
შეეშვით აგრესიებს და უკანაც არ დაგიბრუნდებათ !!!
ეს არ დამიბეჭდოთ, „ფლიზ“, მაგ ჯურღმულის ნერვები არ მაქვს, რო ჩაუჯდებიან და გესლს ანთხევენ კომენტარებში. ყველაფერს ჯობს  შრომა შრომა და შრომა. აბა, ჰე…“, – წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები