თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფარი ჩუქდება

ბიზნესმენი, თამაზ ელიზბარაშვილი მის კუთვნილებაში არსებული თავშესაფრის გაჩუქებას გეგმავს. ამის შესახებ თავშესაფრის Facebook-გვერდზე არის ნათვამი:

“ჩუქდება თავშესაფარი, 249 ძაღლსა და 4 მურა დათვთან ერთად !!!
თავშესაფარი განთავსებულია გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩის 9 ნომერში, 2 500 (ორი ათას ხუთასი) კვადრატულ მეტრზე. შენობა-ნაგებობებისა და მიწის ფართი შეადგენს მილიონ 350 ათას ლარს.
გაჩუქების აუცილებელი პირობაა იქ არსებული ცხოველების 10 წლით მოვლა, შენახვა და პატრონობა (ამჟამად, თავშესაფარში მყოფი ძაღლები 10 წლის შემდეგ სიბერით მოკვდებიან).
მიწის ნაკვეთი, შენობა ნაგებობებით, ეკუთვნის ბატონ თამაზ ელიზბარაშვილს. გაჩუქების მიზანი არის იქ არსებული ცხოველების გადარჩენა შიმშილით სიკვდილისაგან.
მთავრობამ, ბიზნესმა, საზოგადოებამ, ვისაც გაქვთ სურვლი, იჩუქოთ ზემოთ ხსენებული ქონება მოცემული პირობით, დაუკავშირდით ბატონ თამაზს: 599 51 68 86″, – ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები

სხვა სიახლეები