“დე, შენ ხარ ჩემი საყრდენი, რომელიც მაძლევს ყველაზე დიდ ძალას” – ნინი ქარსელაძის ემოციური პოსტი

მომღერალი ნინი ქარსელაძე დედას დედის დღეს ემოციური პოსტით ულოცავს:

“ყველა შვილისთვის დედა განსაკუთრებულია. არც მე ვარ განსხვავებული და ჩემთვისაც შენ ხარ ჩემი ცხოვრების მთავარი ადამიანი!

შენი არსებობა ალამაზებს, აბრჭყვიალებს, აბედნიერებს და მზის სხივივით ანათებს ჩემს ყოველ წამს. დე, შენ ხარ ჩემი საყრდენი, რომელიც მაძლევს ყველაზე დიდ ძალას.

ჩემო ყველაზე ლამაზო, კეთილო და ბრჭყვიალავ, დედის დღეს გილოცავ. ჯანმრთელი, ბედნიერი და ღიმიალიანი იყავი კიდევ 100 წელს. მიყვარხარ”,  – წერს ქარსელაძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები