“მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს” – მიხეილ ცაგარელის დღის რჩევა

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი 7 თებერვლის პროგნოზზე “ფორტუნასთან” საუბრობს და ზოდიაქოს ნიშნებს სხვადასხვა რჩევებს აძლევს: 

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 19:45-დან 01:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

სიყვარულის, სილამაზის და ხელოვნების მმართველი პლანეტის – ვენერას 5 მარტამდე ვერძის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა, ამ ნიშნისთვის დამახასიათებელ შეუპოვრობას და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას, მუდმივად კამათის სურვილს, აგრესიას, სულსწრაფობას და დიქტატურისკენ მიდრეკილებას გააძლიერებს პირად ურთიერთობებში.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მსხვილი საყიდლების გასაკეთებლად, ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, იისფერი, ცისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ზურმუხტი, აგატი, ამეთვისტო, ოპალი და ყვითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსთვის, თხის რქისა და თევზებისთვის. პრობლემები ელით ტყუპებს, ლომს და სასწორს”, – აცხადებს ასტროლოგი.

კომენტარები

სხვა სიახლეები