“10 ფაქტი ჩემს შესახებ რომელიც არავინ იცის” – რას წერდა ნიკა რურუა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე

სოციალურ ქსელში ნიკა რურუას შესახებ 10ფაქტი ვრცელდება, რომელიც ბევრისთვის აქამდე უცნობი იყო.
გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე მან ეს ფაქტები “ფეისბუქის” პირად გვერდზე თავად დაწერა.
“10 ფაქტი ჩემს შესახებ, რომელიც არავინ იცის …..
1. ვარ დიპლომირებული მუსიკის მასწავლებელი;
2. მიმუშავია მუშად და მტვირთავად ამერიკის შეერთებულ შტატებში;
3. ვარ დიპლომირებული, მაგრამ არშემდგარი ტელე-რეჟისორი;
4. ვარ იურისპრუდენციის დოქტორი (Juris Doctor), რომელი ხარისხიც აშშ-ში მომენიჭა;
5. გადაღებული ვარ რამდენიმე ეპიზოდურ როლში პოპულარულ ქართულ ფილმებში: “იყო შაშვი მგალობელი”, “უძინართა მზე”, “გარსევანი”;
6. პირადად შევხვედრივარ ადამიანს, ვინც იცნობდა საბჭოთა დიქტატორ სტალინს;
7. ვიყავი გორში სტალინის ძეგლის დემონტაჟის იდეის ავტორი და ძეგლის მოხსნის საზოგადოებისთვის ტელევიზიით პირველი გამომცხადებელი;
8. ვარ საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის გახსნის იდეის ავტორი და ექსპოზიციის მოწყობის მონაწილე;
9. ვარ დაჯილდოებული გორგასლის ორდენით აფხაზეთის ომში მონაწილეობისთვის;
10. დამეღუპა პირველი შვილი, ჩვენთვის უსაყვარლესი ქეთი, რომელიც დღეს ოცი წლის იქნებოდა და რომელიც დღესაც მიყვარს და არასდროს მავიწყდება”, – წერდა ნიკა რურუა.
კულტურის ყოფილი მინისტრი და “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი, ნიკა რურუა 50 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.

კომენტარები

სხვა სიახლეები