“ჰიმნს მღერის ამ ფოტოზე, იმ გულზე უდევს ხელი, დილით რომ უღალატა” – რას წერს ლაშა ბერულავა ატოცში გარდაცვლილ გიორგი დეკანოსიძეზე

ანტიოკუპაციური მოძრაობის – “ძალა ერთობაშია” ერთ-ერთი აქტივისტის, გიორგი დეკანოსიძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ურნალისტი ლაშა ბერულავა ემოციურად ეხმაურება.

“ჰიმნს მღერის ამ ფოტოზე… იმ გულზე უდევს ხელი, დილით რომ უღალატა… სახეს დააკვირდით, მზერას – იშვიათია ასეთი ადამიანი. ვერ დაიტია მისმა გულმა ამდენი… გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრეც სხვაზე ზრუნავდა: ერთს ელექტროღუმელი შეუტანა ოთახში, მეორეს პლედი გადააფარა… იქ რომ მდგარიყო ექიმი შეტევის დაწყების წინ, მაინც ვერაფერს უშველიდაო, ექიმებმა გვითხრეს. გულის კუნთის ინფარქტი – ასე მშრალად იწერება ის, რამაც გიო წაგვართვა…

გიო, გიო… გახსოვს, ალა მორჩილაძის ფრაზას რომ ვიხსენებდით მე და შენ – გასკდა ეს ოხერი გული, გრანდ ოტელი ხომ არაა, ამდენი დაიტიოსო… ვერ გიერთგულა გულმა, გიო… ბიჭები რომ გამხნევებდნენ, მგონი, ვკვდებიო, დანანებით გითქვამს… როგორ ვერაფერი გიშველეთ, ვერაფერს გავხდით… დაძინებამდე ბევრი უცინია, გაუხსენებია, როგორ მოვიდა ჩვენამდე 2017 წელს, ივლისში, რომ ვერ მოგვაგნო და კინაღამ ოკუპანტების ბლოკ-პოსტს მიადგა… იძულებით ვუშვებდით სახლში, არ მინდა ჩანაცვლება, ატოცში დავრჩებიო, იძახდა – დარწმუნებული იყო და სამართლიანადაც, რომ საჭირო საქმეს აკეთებდა…” – წერს ლაშა ბერულავა.

კომენტარები

სხვა სიახლეები