ჰერცოგინია მშობიარობს: ქეით მიდლტონი ლონდონის სამშობიაროში მიიყვანეს

ჰერცოგინია კეტრინი ლონდონის სამშობიაროში მიიყვანეს, სადაც უახლოეს დროში ტახტის ახალი მემკვიდრე გაჩნდება. ბავშვის სქესი ოჯახმა საიდუმლოდ შეინახა.

ქეით მიდლტონის და პრინცი ვილიამსის სამეფო ოჯახში მატების შესახებ კენსინგტონის სასახლეში განაცხადეს. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჰერცოგინია წმინდა მარიას სახელობის სამშობიაროში ექიმების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება და მშობიარობისთვის ემზადება.
ამავე საავადმყოფოში 2013 წელს, სამეფო წყვილს პირველი შვილი ჯორჯი შეეძინა, ორი წლის შემდეგ კი, 2015 წლის მაისში, – გოგონა შარლოტა.

კომენტარები

სხვა სიახლეები