ჰავაის კუნძულზე ამოფრქვეული ვულკანის ლავა ქუჩებში მოედინება (ფოტოკოლაჟი, ვიდეო)

ჰავაის მთავარ კუნძულზე ვულკან კილაუეს კრატერიდან ამოფრქვეულმა ლავამ 5 სახლი უკვე გაანადგურა, ხოლო 2000-მდე ადგილობრივს, საკუთარი სახლების დატოვება მოუწია. არსებობს დიდი ალბათობა, რომ მოსახლეობის მიერ მიტოვებული სახლების უმეტესობას, ამოფრქვეული ლავა შთანთქავს.
ჰავაის კუნძულების ვულკანოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, ვულკანის ლავა დასახლებულ პუნქტებამდე სულ უფრო და უფრო ახლოს მოიწევს. ცენტრის ინფორმაციით, ვულკანიდან ამოფრქვეული ლავა დასახლებული პუნქტებისკენ მიედინება, უკვე წარმოქმნილია რვა ნაკადი. ამ დროისთვის ვულკანიდან გაზებისა და ორთქლის ამოფრქვევა მიმდინარეობს.
არსებული გათვლებით, კიდევ უფრო მეტი ლავის ამოფრქვევაა მოსალოდნელი, თუმცა, ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები არ ხმაურდება.
კუნძულზე, ვულკანის აქტივობის პარალელურად, უკვე რამდენიმე უძლიერესი მიწისძვრა დაფიქსირდა. ყველაზე ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები კი შაბათს მოხდა, როდესაც რყევების სიმძლავრემ 6.9 ბალი შეადგინა.

https://www.youtube.com/watch?v=IZZZgO48T98

კომენტარები

სხვა სიახლეები