ბინიდან გამოსახლებულმა დედამ მცირეწლოვანი შვილები, 2 კვირით, უმეთვალყურეოდ მიატოვა

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ჰიუსტონში, 22 წლის კერი გრინმა, სახლიდან გამოძევებისას, ორი შვილი დალუქულ სახლში დატოვა ისე, რომ ამის შესახებ არავის შეატყობინა.
სასამართლოს დოკუმენტებიდან დგინდება, რომ 22 წლის 2 შვილის დედა, სპეციალურმა სამსახურმა საცხოვრებელი სახლიდან თანხის გადაუხდელობის გამო, ჯერ კიდევ მარტის ბოლოს გამოასახლა. დაახლოებით ორი კვირის შემდეგ კი, როდესაც საცხოვრებელი კომპლექსის მეპატრონე ბინის შესამოწმებლად მივიდა, ოთახში 2 ბავშვი აღმოაჩინა.
დოკუმენტების მიხედვით, მეპატრონემ ნაგვით სავსე ბინაში 10 თვის და 2 წლის ბავშვები იპოვა, რომლებიც თავიანთ საწოლებში თითქმის უგონო მდგომარეობაში იყვნენ და კონტაქტზე არ რეაგირებდნენ.
პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, ბავშვებს კვირების განმავლობაში არ კვებავდნენ და არ აწვდიდნენ წყალს. პატარები საკუთარ ფეკალიებსა და პირღებინების შედეგად ამოსულ მასაში იყვნენ ამოსვრილები და ძლივს სუნთქავდნენ.
ისინი პოლიციამ მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ დროისათვის დედა დაკავებულია. მის საქმეზე სასამართლო უახლოეს დღეებში მოსმენას გამართავს და, სავარაუდოდ, დედობის უფლებასაც ჩამოართმევს. ამ დროისთვის, ორივე ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინი სპეციალურ თავშესაფარში უკვე გადაიყვანეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები