ჯერემი კლარკსონი საქართველოში ჟიგულით ჩამოვა?

დღეს დილიდან, წამყვანი ბრიტანული გამოცემების ვებგვერდებზე ძალიან საინტერესო ინფორმაცია აღმოვაჩინეთ! ყველა ავტომოყვარულისთვის საყვარელი შოუს The Grand Tour-ის მეორე სეზონის ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებები საქართველოში შედგება!
The Grand Tour-ის ახალი სეზონი შემოდგომაზე იწყება, მანამდე კი ინტერნეტში გადაღებების ამსახველი პირველი ვიდეოები გამოჩნდა.
ჯერემი კლარკსონი, ჯეიმს მეი და რიჩარდ ჰამონდი ამჯერად ხორვატიის კურორტ ზადარზე გაემგზავრნენ. ვიდეოებში ჩანს, რომ კლარკსონმა თავისთვის Audi TT RS აირჩია, ჰამონდმა კი – უცნაური ყველგანმავალი Ariel Nomad. რაც შეეხება ჯეიმს მეის, მას ”ჟიგული” ჰყავს, კერძოდ, ”ვაზ 2107”.
ინტერნეტში ცნობები გადაღებების სხვა ადგილების შესახებაც გავრცელდა. დადასტურებული ინფორმაციით, The Grand Tour-ის ტრიო მეორე სეზონის ეპიზოდებს აშშ-ში, მოზამბიკში, საფრანგეთსა და… საქართველოში გადაიღებს.
კლარკსონი, ჰამონდი და მეი საქართველოში? დიახ, ეს ინფორმაცია დადასტურებულია! ჩვენ შევეცდებით, გავარკვიოთ, როდის აპირებენ ყველა ავტომოყვარულისთვის საყვარელი მოდერატორები საქართველოში ჩამოსვლას, მანამდე კი მხოლოდ ის შეგვიძლია გითხრათ, რომ ჯერემი კლარკსონმა დაადასტურა, რომ მართლაც ჩამოდის საქართველოში. ამის შესახებ წამყვანი ბრიტანული გამოცემები, ”ექსპრესი” და ”ტელეგრაფი” წერენ.
​ასევე, ცნობილი გახდა, რომ The Grand Tour-ის მომდევნო სეზონში Bugatti Chiron-ის ტესტ-დრაივსაც ვიხილავთ. კლარკსონი, ჰამონდი და მეი ”ბუგატის” ახალი ჰიპერავტომობილის რეალურ მაქსიმალურ სისწრაფეს გაარკვევენ.

წყარო:http://www.autobild.ge

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=6VMS6BXiv6k[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები