ჯეიმს აპატურაი ქართული ჭაჭით ხელში (ფოტო)

სოციალურ ქსელში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ჯეიმს აპატურაიას ფოტო გავრცელდა, აპატურაის ხელში ქართული სასმელი – ჭაჭა უჭირავს.
ფოტო ჟურნალისტმა ქეთევან ქარდავამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დადო და დაწერა, რომ ასე მიულოცა მან აპატურაის 2017 წელი.
„ჯეიმსის ყველაზე საყვარელი და ყოველთვის სასურველი სასმელი. ვიდეო ხომ გახსოვთ? საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დროს იკითხა, ჭაჭა ხომ არ ჩამოგიტანიათო? დღეს ჭაჭით მივულოცე 2017 წელი“.

კომენტარები

სხვა სიახლეები