„ჯადოსნური გათამაშება“ – ნატახტარის ლიმონათის ახალი კამპანია

ძვირფასო მეგობრებო, 20 მაისიდან დაიწყო ნატახტარის ლიმონათის ჯადოსნური გათამაშება. გთავაზობთ პრიზების ჩამონათვალს, მათი გაცემის წესებსა და გათამაშების სხვა დეტალებს
• გათამაშებაში მონაწილეობას იღებს კომპანია ნატახტარის მიერ წარმოებული ნატახტარის ლიმონათის: 0.33, 0.5, 1, 2 და 2.5 ლიტრიანი მხოლოდ ყვითელთავსახურიანი პლასტმასის ბოთლები
• გათამაშდება შემდეგი პრიზები: 300 000 ცალი ნატახტარის ლიმონათი 0.33 პლასტმასის შეფუთვაში, 100 ცალი პლანშეტი, 50 ცალი მობილური ტელეფონი, 50 ცალი ლეპტოპი, 1 ცალი 4 კაციანი საგზური პარიზის დისნეილენდში და 1 ბინა ბაკურიანში
• გამარჯვებულის გამოვლენა ხდება მომენტალურად ბოთლის გახნით და თავსახურის ქვეში წარწერის აღმოჩენით
• მოგებული 0.33 მლ უფასო ლიმონათის მიღება შესაძლებელია ნებისმიერ მარკეტში
• იმისათვის რომ მიიღოთ შემდეგი საჩუქრები: მობილური ტელეფონი, პლანშეტი, ლეპტოპი, ბინა ბაკურიანში და საგზური დისნეილენდში, უნდა ეწვიოთ პრიზების გაცემის სპეციალურ ადგილებს, შემდეგ მისამართებზე:
o თბილისი, ა.წერეთლის გამზ. 87ა;
o რუსთავი,მე-18 მ/რ #5 და აღმაშენებლის გამზირის მ/ტ;
o თელავი, ალაზნის გამზირი 22;
o ქუთაისი, ნიკეას 16
o ბათუმი, ორბელიანის 7
o პრიზების გაცემა მოხდება ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს აღნიშნულ მისამართებზე 11:00-დან 18:00მდე.
სხვა მნიშვნელოვანი ნიუანსები
• პრიზის (0.33 მლ უფასო ლიმონათის გარდა) მიღებისას აუცილებელია თან იქონიოთ პირადობის მოწმობა ან პასპორტი, რომლის ასლის შენახვისა და კანონისმიერი ვალდებულების შემთხვევაში, შესაბამის სახელმწიფო ორგანოსთვის წარდგენის უფლებაც აქვს გათამაშების ორგანიზატორს.
• გამარჯვებულ არასრულწოლოვანს პრიზი, 0.33 მლ უფასო ლიმონათის გარდა, გადაეცემა კანონიერი წარმომადგენელთან ერთად შესაბამისი მისამართზე გამოცხადებისა და როგორც საკუთარი (დაბადების მოწმობის) ისე კანონიერი წარმომადგენლის ვინაობის დამდასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ.
• გათამაშება ჩატარდება საქართველოს ტერიტორიაზე, 2017 წლის 20 მაისიდან 20 აგვისტომდე
• გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ პირს
• ფიზიკური პირი, ავტომატურად ხდება გათამაშების მონაწილე თუ იგი შეიძენს გათამაშებაში მონაწილე პროდუქციას
• გათამაშებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ფუნქციონირებს სატელეფონო ნომერი 2 369 193, რომელიც მუშაობს სამუშაო დღეებში 9-დან 18 საათამდე.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]

(R)

კომენტარები

სხვა სიახლეები