“ხელოვნური სუნთქვა” მიმართვას ავრცელებს: უცნობია, იქნება თუ არა ხელოვნური სუნთქვის მესამე სეზონი

დღეს სერიალ “ხელოვნური სუნთქვის” მეორე სეზონის ბოლო სერია გავიდა ეთერში. სერიის დასრულების შემდეგ “ხელოვნური სუნთქვის” ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე სტატუსი გავრცელდა:
“მეგობრებო, ხელოვნური სუნთქვის მთელი შემოქმედებითი ჯგუფის სახელით გიხდით უდიდეს მადლობას ჩვენთან ერთად გატარებული ყველა საღამოსთვის!
ორი სეზონის განმავლობაში მუდმივად ვიღებდით თქვენგან, ამ სერიალის მაყურებლებისგან, მხარდაჭერის და სიყვარულის გამომხატველ წერილებს, შექებას, კრიტიკას, ცრემლებს, სიცილს, ემოციებს და განცდებს, იმ ყველაფერს, რამაც მოგვცა უდიდესი ენერგია ამ მასშტაბური პროექტის განსახორციელებლად.

მადლობას გიხდით ამისთვის მხოლოდ თქვენ, უკლებლივ ყველა მესიჯის, კომენტარის და სტატუსის ავტორს!
მეორე სეზონი დასრულებულია. რაც შეეხება სერიალის გაგრძელებას – ამ ეტაპზე უცნობია, იქნება თუ არა ხელოვნური სუნთქვის მესამე სეზონი.”

 

კომენტარები

სხვა სიახლეები