ხელვაჩაურში საცხოვრებელ სახლთან შველი იპოვეს

ხელვაჩაურში სოფელ ყოროლისთავში მოქალაქემ საცხოვრებელ სახლთან შველი იპოვა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცხელ ხაზზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყოროლისთავი​დან მოქალაქემ დარეკა, რომელმაც განაცხადა, რომ საცხოვრებელ სახლთან შველი იპოვა.

შემოსული შეტყობინების საფუძველზე, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები, მითითებულ ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ და შველი ბათუმის ზოოპარკში გადაიყვანეს.

მკურნალობის დასრულების შემდგომ, ვეტერინარის რეკომენდაციის საფუძველზე, შველს ველურ ბუნებაში გაუშვებენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები