„ხელები გაგიხმა, ნინო სუხიშვილო… ეს ვინ ყოფილა – ქალი ბოღმა”

დიდი ხანია პროექტ “ცეკვავენ ვარსკვლავებში” ჟიურისა და მაყურებლის შეფასებები ერთმანეთს ეწინააღმდეგება. კერძოდ, მაყურებელთა უმეტესობა თვლის, რომ ჟიური სტანისლავ ბონდარენკოს შეფასებაში უსამართლოა და “ქულებს აკლებს”. თუმცა უკამყოფილებამ დღეს გამორჩეულად იჩინა თავი. სოციალურ ქსელში მაყურებლები განსაკუთრებით ნინო სუხიშვილის მიმართ გამოხატავენ აგრესიას. “რამ გაამწარა ეს სუხიშვილი, რა უბედურებაა, ერთხელ როგორ ვერ იცეკვა სტასმა ამის მოსაწონი ცეკვა? რას ჰგავს ეს ყოველივე? უკვე მარაზმია, გულის ამრევია ეს ყველაფერი – როგორ დაუპირისპირდნენ სტასს და ნიკეს. ამათ უკვე გადაწყვეტილი აქვთ ყველაფერი. მაყურებელმა უნდა იაქტიუროს, ახლა ამ წყვილს მეტი აღარაფერი უშველის. როგორ აქებენ ყველას სტასის გარდა. ეს სუხიშვილი ვინ ყოფილა, ქალი ბოღმა. ხელები გაგიხმა, ნინო სუხიშვილო, მაგ 8-იანის დაწერისათვის, ძალიან უსამართლო ქალბატონი ბრძანდები, უკვე დასაწყისიდან ეტყობა სტასს უმზადებენ ძალიან ცუდს! ქალბატონო ნინო, ეს რვიანი ცეკვაში დაწერეთ თუ მენტორის ჯიბრზე? გატყობთ, სიტყვაში ვერ მოუგეთ და ქულებში ასახეთ. ნამდვილად არაობიექტურად მოიქეცით. სირცხვილია ჟიური, მრცხვენია თქვენი არაობიექტურობის! პირდაპირ თქვით, რომ დღეს უნდა გააგდოთ, ხალხს რაღას აწვალებთ? გრცხვენოდეთ! ლიზამ „ტანგო“ პირველად იცეკვა, ხო? ამაში ქულა არ დააკლო გოჩამ რატომღაც… ნინო სუხიშვილო, გცხვენოდეს!” – ამ და სხვა მსგავსი კომენტარებით ეხმაურება მაყურებელი დღევანდელ ტურს.

წყარო: presa.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები