წყევლა “ფეისბუქზე” და ფეხზე დამდგარი ვაკის პოლიცია – რძალ-დედამთილობა “სვეტსკურად”

რძალ-დედამთილს შორის არსებულ ურთიერთობას ყოველთვის გამადიდებელი შუშით აკვირდებიან. ალბათ თითზე ჩამოსათვლელია ოჯახები, სადაც ეს პრობლემა არასდროს ყოფილა. საქართველოში კი “რძალდედამთილიანის” ცნებას, ასე რომ ვთქვათ, კარგად იცნობენ და ისტორიებიც ბევრი გვსმენია. ეს პრობლემა ბევრი ცნობილი ქართული ოჯახის რეალობაშიც ყოფილა და წყვილის ურთიერთობის შენარჩუნება კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარა. ცნობილი რძალ-დედამთილების დაპირისპირება ზოგჯერ ოჯახს ცდება და მთელი საქართველოს სალაპარაკო ხდება.

მოდით, გავიხსენოთ ცნობილ რძალ-დედამთილებს შორის უთანხმოებები, რომლებსაც საზოგადოებაში ბევრი განხილვა მოჰყვა. ამის თვალსაჩინო მაგალითია ხატია სიჭინავას და მისი
დედამთილის გაუთავებელი დაპირისპირება. რამაზ ნოზაძის დედამ რძალი ლამის ფეისბუქზე წყევლა. როცა ჟურნალისტი და სპორტსმენი დაქორწინდნენ, თბილისში აქტიურად დაიწყეს ჭორაობა იმის თაობაზე, რომ დედამთილს რძალი არ მოსწონდა, თუმცა, ხატია და მისი დედამთილი საპირისპიროს ამტკიცებდნენ და სხვადასხვა გადაცემაში ერთმანეთზე „დიდი სიყვარულით“ საუბრობდნენ, მაგრამ სიმართლე არ იმალებაო, გაგვიგია და არც მათ ოჯახში არსებული კონფლიქტი დაიმალა. საბოლოოდ, ისინი რამაზის სიყვარულმა შეარიგა.

მოცეკვავე წყვილი 28 წლის მზია ორველაშვილი და 23 წლის ტატო ხათაძე სულ ცოტა ხნის წინ დაქორწინდნენ. როგორც მზიამ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, ქმრის მშობლების გაცნობაზე ოცნებობს. ამის შესახებ მზიამ ჟურნალ „სარკისთვის“ მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: “ჩემები ტატოს ყოველთვის დიდ პატივს სცემდნენ, მაგრამ როცა გაიგეს, მისი მშობლები წინააღმდეგნი იყვნენ ჩვენი დაოჯახების, ისინიც წინააღმდეგი წავიდნენ. დედამთილ-მამამთილის გაცნობის დიდი სურვილი მაქვს და იმედია, ოდესმე გავიცნობ”. აშკარაა, რომ წყვილმა ერთმანეთის მშობლებთან ურთიერთობა დაალაგა, ან რატომ ვერ უნდა დაელაგებინათ? მათ ერთმანეთი ძალიან უყვართ და მალე პატარასაც ელოდებიან.

წლების წინ სამოდელო სააგენტო “ლიკა ყაზბეგის” ხელმძღვანელი ლიკა ყაზბეგი პატიმარ გიორგი ჯელაძეზე დაქორწინდა. ყველას კარგად ახსოვს ლიკა ყაზბეგის არაორდინარული სიყვარულის ისტორია. თუმცა, ეს სიყვარული განქორწინებით დასრულდა. ამბობენ, რომ ამის მიზეზი დედამთილთან არსებული დაპირისპირებაა. ერთ დღეს ლიკამ პოსტიც გამოაქვეყნა: “სერიიდან რძალ-დედამთილიანი რამდენიმე დღის წინ ვერის პოლიციაში მიმაქინჩიალეს. ყოფილმა დედამთილუკამ დამასმინა, აღარ ვუყვარვარო, დამივიწყაო, ყურადღებას არ მაქცევსო. უნდა გამოვსწორდე”. ლიკა ყაზბეგის ქმარი ციხიდან უკვე გამოვიდა და როგორც ყაზბეგი ამბობს, ყოფილი ქმრისგან დასაცავად ვაკე-საბურთალოს პოლიცია ფეხზე დგას.

თიკა ჯამბურიასა და მისი ყოფილი დედამთილის ურთიერთობას ბევრი სამაგალითოდ მიიჩნევდა. მითუმეტეს, რომ ეს კარგი დამოკიდებულება თიკას და ბექას განქორწინების შემდეგაც გაგრძელდა. მაგრამ ყველაფერი მარადიული არ არის და აქაც პატარა უთანხმოებები გაჩნდა. მას შემდეგ, რაც ბექამ პირველად საზოგადოებას გაუმხილა, რომ ვინმე ლიკაზე იყო შეყვარებული, თიკამ არც აცია-არც აცხელა და სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც არათითზე ლამაზი ბეჭედი ეკეთა. რამდენიმე წუთში თიკას უამრავმა ადამიანმა მიულოცა გაბედნიერება. როგორც ცნობილი იყო, მისი რჩეული უცხოეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი გახლდათ. თუმცა, სახელი და გვარი არ გაამხილა. ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, თიკას უამრავმა ჟურნალისტმა დაურეკა და მომღერალმა მოგვიანებით სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა.
”ჟურნალისტებს… გთხოვთ, ცოტა ხანი არ დამირეკოთ და არც მომწეროთ. ეს ხალხი გამაგიჟებს, იმის მაგივრად რომ ბედნიერება მისურვონ, ბეჭდისა და თვლის ზომაზე სახალხო ისტერიკა გამართეს”… მის სტატუსს ყოფილი დედამთილის კომენტარიც მოჰყვა: ”მე სამი ბეჭედი მოგიტანე ნიშნობაზე… ბრილიანტებით” . ”მე ხუთს მოგიტან, სამი ცუდად გაქვს დაცდილიო იმდენი ილაპარაკეს ბეჭდის ზომაზე, რომ ხვალ, ოქროს ქამარს მივიღებ დიდი ბრილიანტებით, ეჭვი მაქვს”, – პასუხობდა მას თიკა.

განაგრძეთ კითხვა

კომენტარები

სხვა სიახლეები