“წითელ წიგნში” შეყვანილი ზღვის ცხოველი – დიუგონი მოკვდა

ტაილანდში ზღვის ცხოველი, 8 თვის დიუგონი მოკვდა. “წითელ წიგნში” შეყვანილი ცხოველმა, რომელიც ტაილანდის სამხრეთ სანაპიროზე აღმოაჩინეს, პლასტიკის ნარჩენი გადაყლაპა და ორგანიზმში ინფექცია შეეჭრა, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია.

მსოფლიო ოკეანეში პლასტიკური ნაგვის რაოდენობამ სერიოზული ეკოლოგიური პრობლემა შექმნა და ამას ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ცხადყოფს. მიმდინარე წლის მარტში ფილიპინებთან მკვდარი ზვიგენი აღმოაჩინეს, რომლის მუცელში 40 კილოგრამი პლასტიკური ნარჩენი იყო.

მსოფლიოს მოსახლეობის მიერ მოხმარებული პლასტიკური ჭურჭელი და სხვა ნივთები, ხშირად, ზღვებსა და ოკეანეებში იყრის თავს, რაც ხვდება წყლის კუს, ზვიგენის, ზღვის ფრინველის კუჭში და მათ სიკვდილს იწვევს.

წყარო: deutsche welle

კომენტარები

სხვა სიახლეები