„წარმოდგენა არ მაქვს რა გვაცოცხლებს“ – კობი ბრაიანტის ცოლის პირველი კომენტარი მომხდარ ტრაგედიაზე

ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის მეუღლე, ვანესა ბრაიანტი სოციალურ ქსელ Instagram–ზე ოჯახის ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს და საზოგადოებას მადლობას უხდის:

„მე და ჩემს გოგონებს გვსურს მადლობა გადავუხადოთ მილიონობით ადამიანს, რომლებმაც გამოიჩინეს თანადგომა და სიყვარული ამ საშინელ დროებაში. მადლობა თითოეული ლოცვისთვის. ჩვენ ეს ნამდვილად გვჭირდება. ჩვენ სრულებით გამოფიტულნი ვართ ჩემი უძვირფასესი ქმრის მოულოდნელი დაკარგვით, კობი – ჩვენი შვილების შეუდარებელი მამა და ჩემი შეუდარებელი, საყვარელი ჯანნა – მოსიყვარულე, მეგობრული და უნიკალური ქალიშვილი, ასევე იდეალური და ნატალისთვის, ბიანკასა და კაპრისთვის. ჩვენ ასევე ვწუხვართ ოჯახების გამო, რომლებმაც თავიანთი საყვარელი ადამიანები დაკარგეს კვირას, თანავუგრძნობთ მათ. ახლა სიტყვები არ მყოფნის, რათა ჩვენი ტკივილი აღვწერო. ჩემთვის სასიამოვნოა იმის ცოდნა, რომ კობიმ და ჯიჯიმ, ორივემ იცოდნენ, თუ როგორ უყვართ ისინი. უაღრესად ბედნიერები ვიყავით მათი ჩვენს ცხოვრებაში არსებობით. მინდა ისინი აქ, ჩვენთან სამუდამოდ ყოფილიყვნენ. ისინი ჩვენი საჩუქრები იყვნენ, რომლებიც ასე ადრიანად წავიდნენ ჩვენგან. წარმოდგენა არ მაქვს რა გვაცოცხლებს დღეს და შეუძლებელია მათ გარეშე ცხოვრება. მაგრამ ჩვენ ვიღვიძებთ ყოველ დღე, ვცდილობთ ცხოვრებას, რადგან კობი და ჩვენი შეუდარებელი ჯიჯი გზას გვინათებენ. ჩვენი სიყვარული მათდამი უსასრულო და განუზომელია. მინდა მოვეხვიო, ჩავეხუტო და დავლოცო ისინი. მსურს გვყავდეს ისინი აქ სამუდამოდ.

მადლობა რომ გვიზიარებთ თქვენს სიყვარულს, სევდას და თანაგვიგრძნობთ. გთხოვთ პატივი სცეთ ჩვენს კონფიდენციალურობას, რომელიც დაგვჭირდება ამ ახალ რეალობაში“, – წერს ვანესა ბრაიანტი.

კომენტარები

სხვა სიახლეები