„ძალიან მეზარება სწავლა…“ – ბათუმში, მესამე კლასელი ბავშვი სკოლის დირექციას სასწავლო პროცესიდან გათავისუფლებას სთხოვს

ბათუმში მაცხოვრებელი, მესამე კლასის მოსწავლე სკოლის დირექციას სასწავლო პროცესიდან გათავისუფლებას სთხოვს, ამის მიზეზად კი მოჰყავს ის ფაქტი, რომ „ძალიან ეზარება სწავლა“. აღნიშნული განცხადება სოციალურ ქსელში გავრცელდა.
„გთხოვთ, გამანთავისუფლოთ სასწავლო პროცესიდან, რადგან ძალიან მეზარება სწავლა და ეს საკითხი, მუდმივად, ოჯახში კონფლიქტის საგანია. მივდივარ სოფელში, ბებიასთან, სადაც დილა, საღამო, შუადღეს ჩემს ნებაზე ვიქნები“, – წერს ბავშვი.

კომენტარები

სხვა სიახლეები