“ძალიან დიდი სტრესია მსგავსი კონკურსები” – კესარია აბრამიძე ფინალისთვის ემზადება

ბარსელონაში “მის ტრანსვარსკვლავის” კონკურსი მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობას ქართველი ტრანსგენდერი კესარია აბრამიძე იღებს.
კესარია უკვე რამდენიმე დღეა ბარსელონაში იმყოფება და სოციალურ ქსელში კონკურსის მიმდინარეობის ამსახველ ვიდეოებს და ფოტოებს აქვეყნებს. როგორც მისი ფეისბუქ სტატუსიდან ირკვევამ ის უკვე დაღლას გრძნობს და სურს, რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს საქართველოში.
“ძალიან დიდი სტრესია მსგავსი კონკურსები – არა ძილი, არა დრო, რომ მოწესრიგდე, გაციება, წელი გამიშეშდა, კისერი გამიშეშდა… მოკლედ, დავიშალე და ერთი კვირა ქუსლებზე გაუხდელად მაკიაჟზე ზემოდან კიდე მაკიაჟს რომ გადებენ და პლუს უნდა გქონდეს გაღიმებული, ბედნიერი სახე…
მოკლედ, როდის ჩამოვალ და დავიძინებ ერთი კვირა?! პროფილში ნახავთ ყველაფერს ხუთშაბათს. ტელეფონსაც გვართმევენ ანუ და ვერ ვახერხებ, გიპასუხოთ”, – წერს კესარია.
შეგახსენებთ, რომ დღეს გახდება ცნობილი, ვინ დაიდგამს “მის ტრანსვარსკვლავის” გვირგვინს.

კომენტარები

სხვა სიახლეები