„ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ” – ჟანეტ ქერდიყოშვილი გულშემატკივრებს მადლობას უხდის

„მის სამყაროს“ ქართველი მონაწილე ჟანეტ ქერდიყოშვილი საუკეთესო 15 კონკურსანტს შორის ვერ აღმოჩნდა და ტიტულის გარეშე დარჩა, მაგრამ, როგორც ჟანეტი სოციალურ ქსელში წერს, იგი მაინც ბედნიერი და ამაყია. ჟანეტი თავის გულშემატკივრებს განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის მადლობა უხდის.
“ჩემო კარგებო, სამწუხაროდ, ასეთი არჩევანი გააკეთეს და მე აღვმოჩნდი 15 კონკურსანტს მიღმა, მაგრამ ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ იმით, რომ ასეთი მხარდაჭერა ჯერ არავის მიმართ არ მინახავს. თქვენ ნამდვილად იმსახურებდით საუკეთესო ადგილს! მიყვარხართ და კიდევ ერთხელ მადლობა, ასეთი გვერდში დგომისთვის”, – წერს ჟანეტ ქერდიყოშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები