ცნობილმა პანდამ მელანია ტრამპთან შეხვედრაზე უარი “განაცხადა”

მსოფლიოში ცნობილმა პანდამ, გუ გუმ ბეიჯინგ ზუუში ვიზიტით მყოფი მელანია ტრამპის ნახვა არ ისურვა.
ამერიკის პირველი ლედი ზოოპარკში სკოლის მოსწავლეებთან ერთად იმყოფებოდა, რომლებმაც ჩინური ფოლკლორული სიმღერა პანდას გალიასთან შეასრულეს.
მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ პანდა კმაყოფილი იყო მათი ნამღერით.
საბოლოოდ ამერიკის პირველმა ლედმა სოციალურ ქსელში სურათიც გამოაქვეყნა, სადაც მის უკან პანდა გუ გუ ჩანს.

კომენტარები

სხვა სიახლეები