ცნობილი ქართველი წყვილები, რომლებიც უკვე მრავალი წელია, ერთად არიან

თაკო ჩხეიძე და რუსლან აბაშიძე

თბი­ლი­სის მო­დის კვი­რე­უ­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, მო­დე­ლი თაკო ჩხე­ი­ძე და დიპლომატი რუსლან აბაშიძე – წყვილის ურთიერთობა წლებს ითვლის. მათ სამი ვაჟი ჰყავთ.

ლელეა წურწუმია და კახა მამულაშვილი (მამულიჩა)

მომღერალ ლელა წურწუმიასა და პროდიუსერ კახა მამულაშვილს ერთი საერთო შვილი, გოგონა – მარიამი ჰყავთ. ასევე წლებს ითვლის მათი ცოლ-ქმრობაც.

სალომე ღვინიაშვილი და ზურა ხიზანიშვილი

მოდელისა და ფეხბურთელის სამაგალითო წყვილი მისაბაძია, სალომეს პირველი ქორწინებიდან ერთი ვაჟი, ხოლო მეორე ქორწინებიდან ორი გოგონა ჰყავს.

ანუკი არეშიძე და კახი კალაძე

დიზაინერისა და ყოფილი ფეხბურთელის, ამჟამად თბილისის მერის ოჯახური იდილია წლებს ითვლის, მათ ოთხი შვილი ჰყავთ.

ნინო ქათამაძე და დათო ლოლაძე

ჯაზმენისა და ექიმის სიყვარულის ისტორია რამდენიმე წელიწადს ითვლის, მათ ერთი ვაჟი ჰყავთ.

ხათუნა ჟორდანია და ზურა ხაჩიძე

მომღერლის და ამჟამად პოლიტიკოსის, ზურა ხაჩიძისა და ხათუნა ჟორდანიას ურთიერთობა საკმაოდ სკანდალური და განხილვის საგანი იყო, თუმცა წყვილი დღემდე ბედნიერად ცხოვრობს. მათ ერთი საერთო შვილი ჰყავთ.

ნიკა თავაძე და ნატა მურვანიძე

თეატრალური წყვილი. ერთმანეთი 23 წლის წინ გაიცნეს. გაცნობიდან ერთი წლის შემდეგ, იქორწინეს. ჰყავთ ერთი ვაჟი.

მაია დობორჯგინიძე და გოგა ბარბაქაძე

თეატრალური წყვილი. ტელემაყურებლისთვის მაია დობორჯგინიძე და გოგა ბარბაქაძე “შუა ქალაქის” ვარსკვლავები არიან, თეატრის მოყვარული მაყურებლისთვის კი მაია თავისუფალი თეატრის ხოლო, გოგა – რუსთაველის თეატრის მსახიობია. მათი სიყვარულიც და დაწყვილებაც სწორედ თეატრს და ტელევიზიას უკავშირდება. ყველაფერი მართლაც შუა ქალაქში – რუსთაველის გამზირზე, თეატრალურ ინსტიტუტში დაიწყო.

კომენტარები

სხვა სიახლეები