ჩილეში მზის დაბნელების სანახავად ათასობით ადამიანი შეიკრიბა

ათასობით ადამიანი სამხრეთ ამერიკაში იშვიათი მზის დაბნელების საყურებლად შეიკრიბა.

მზის სრული დაბნელების ნახვა ჩილეს ტერიტორიიდან არგენტინის ჩათვლით იყო შესაძლებელი.

ამ სანახაობის მოყვარულნი წინასწარ მოემზადნენ, ვინაიდან მზის დაბნელების ყურება აზიანებს მხედველობის ორგანოს. ისინი მზის შესაბამისი სათვალეებით იყვნენ აღჭურვილნი.

მზის დაბნელების ნაწილობრივ ნახვა შესაძლებელი იყო პერუში, ეკვადორში, პარაგვაიში, ურუგვაიში, ბოლივიაში, კოლუმბიის ნაწილში, ბრაზილიაში, ვენესუელასა და პანამაშიც.

კომენტარები

სხვა სიახლეები